„თექის ხელოვნების" ორთვიანი კურსი წარმატებით დასრულდა
სამხატვრო სკოლაში დასრულდა ორთვიანი სასწავლო კურსი „თექის ხელოვნება", რომელსაც პედაგოგი ეკატერინე ჯოლოგუა უძღვებოდა. დასკვნით გაკვეთილს გაერთიანების დირექტორი ნათია ფიფია დაესწრო, მოსწავლეებთან ერთად თექის მცირე კომპოზიციები შექმნა და კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება თექის ხელოვნების ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება.
დაწვრილებით











