სერვისებზე დაბრუნება

სამშენებლო და სარემონტო ნარჩენების გატანა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი არასახიფათო სამშენებლო/სარემონტო ნარჩენების ორგანიზებული გატანა

50₾-დან / მ³

საბოლოო ღირებულება ზუსტდება მოცულობის, მდებარეობისა და პირობების შემოწმების შემდეგ

სწრაფი მომსახურება

ოპერატორის დადასტურების შემდეგ

სპეც. ტექნიკა

ყველა ზომის კონტეინერი

ეკო გადამუშავება

გარემოს დაცვა

რა ნარჩენს ვიღებთ
  • ბეტონის, აგურის ნარჩენი
  • კერამიკული ფილები, ბათქაში
  • ქვიშა, ხრეში, მიწა
  • მცირე სარემონტო და ინერტული მასალა
რა ნარჩენს არ ვიღებთ
  • აზბესტის შემცველი მასალა
  • საღებავები, გამხსნელები, ქიმიური ნივთიერებები
  • ზეთი, საწვავი, ბატარეები, აკუმულატორები
  • ელექტრო/ელექტრონული ნარჩენები
  • სამედიცინო, ცხოველური, თხევადი ნარჩენი
  • საყოფაცხოვრებო ნაგავი
გაფრთხილება: სამშენებლო ან ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება. ნარჩენების მართვის კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით: ფიზიკური პირის ჯარიმა — 500₾, იურიდიული პირის — 2 000₾. დამრღვევი ასევე ვალდებულია დაასუფთაოს ტერიტორია.

შეკვეთის ფორმა

შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ

"არ ვიცი" ან "დიახ" შემთხვევაში შეკვეთა გადაეცემა ოპერატორს გადამოწმებისთვის

სავარაუდო ღირებულება

0.00₾

საბოლოო ფასი შეიძლება შეიცვალოს მოცულობის, მისადგომობისა და პირობების მიხედვით

⚠️ საბოლოო ფასი დგინდება ადგილზე გამოძახების შემდეგ — მოცულობის, მისადგომობისა და ნარჩენის ტიპის გათვალისწინებით. კალკულატორის მიერ ნაჩვენები თანხა სავარაუდოა და არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებას.
თქვენ მიერ მითითებული სახელი, ტელეფონი, მისამართი და ნარჩენის მონაცემები მუშავდება მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს. მონაცემები არ გამოიყენება სხვა მიზნით.
შეკვეთის გაგზავნამდე გაეცანით და დაეთანხმეთ ხელშეკრულებას

ხელშეკრულება

ხელშეკრულება

სამშენებლო და სარემონტო ნარჩენების გატანის მომსახურება

თარიღი:

1 მხარეები

მიმწოდებელი: ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი"

შემკვეთი: , ტელ.: , მის.:

2 საგანი

მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, შეკვეთის ოპერატორის მიერ დადასტურების შემდეგ, უზრუნველყოს არასახიფათო სამშენებლო/სარემონტო ნარჩენის გატანა შემკვეთის მისამართზე, ხოლო შემკვეთი — მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, არ გადასცეს აკრძალული ნარჩენი და გადაიხადოს დადასტურებული ღირებულება.

შეკვეთის გაგზავნა არ წარმოადგენს მომსახურების ავტომატურ მიღებას — საბოლოო დადასტურება ხდება ოპერატორის მიერ.

3 შეკვეთა

ნარჩენის ტიპი:

მოცულობა / მისამართი: მ³ | მის.:

სასურველი თარიღი:

აკრძალული მასალა:

„არ ვიცი" ან „დიახ" მონიშვნის შემთხვევაში შეკვეთა ავტომატურად გადადის ოპერატორის გადამოწმების სტატუსზე და არ დასტურდება საბოლოო ფასის/მომსახურების გარეშე.

4 ფასი და გადახდა

სავარაუდო ფასი: ლარი

საბოლოო ფასი ზუსტდება მოცულობის, მისადგომობისა და პირობების მიხედვით. უარის შემთხვევაში მომსახურების დაწყებამდე — შეკვეთა უქმდება.

5 არსებითი პირობები

5.1. შემკვეთი ადასტურებს, რომ ნარჩენი არ შეიცავს აზბესტს, ქიმიკატებს, საღებავებს, ზეთს, ბატარეებს, ელექტრონულ, სამედიცინო, ცხოველურ, თხევად ან საყოფაცხოვრებო ნარჩენს. აკრძალული ნარჩენის აღმოჩენისას მომსახურება წყდება, ხარჯი ეკისრება შემკვეთს.

5.2. შესრულების ვადა: დადასტურებიდან 5 სამუშაო დღე, თუ სხვა ვადა არ შეთანხმდა. მომსახურება დასრულებულია მიღება-ჩაბარების აქტით ან 3 დღე პრეტენზიის გარეშე.

5.3. დისტანციური შეკვეთისას მომხმარებელს აქვს 14-დღიანი უარის უფლება (მომხმარებლის კანონი, მუხ. 37).

6 ზოგადი პირობები

ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია მომსახურების ზოგადი პირობები, რომლებიც ხელმისაწვდომია ონლაინ (smartzugdidi.ge) და ჩამოტვირთვადი PDF ფორმატით.

ზოგადი პირობები მოიცავს: მხარეთა სრულ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობას, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესს, საჩივრის პროცედურას და იურისდიქციას (ზუგდიდის რაიონული სასამართლო).

თქვენ მიერ მითითებული მონაცემები მუშავდება მხოლოდ შეკვეთის შესრულების მიზნით. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს.
Smart Zugdidi | ა(ა)იპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" | ვერსია 15.05.2026

7 დადასტურება

გთხოვთ ჩასქროლოთ ბოლომდე